2019-05-15 19:09:29
„ქვეყანამ დაკარგა სახე, ეს სახე უნდა აღვუდგინოთ არჩევნებში მძლავრი გაფრთხილებით"- ვაშაძე

„ქვეყანამ დაკარგა სახე, ეს სახე უნდა აღვუდგინოთ არჩევნებში მძლავრი გაფრთხილებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიიღოს,“ - ეს განცხადება, ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ ზუგდიდის საკრებულოს წინ გააკეთა, სადაც ვითარება დაძაბულია.

გიორგი ვაშაძემ შექმნილ სიტუაციას არაადეკვატური პროცესი უწოდა. ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ზუგდიდის საკრებულოს შენობაში შესვლას ცდილობდნენ.

„არაადეკვატური პროცესია. მოვედით განაცხადის ჩასაბარებლად, საკრებულოს წევრები რიგ-რიგობით გამორბიან შიგნიდან, რა უნდათ, ვერ გავიგე, რატომ ატეხეს ეს აჟიოტაჟი,“ - განცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამავე თემაზე