2019-05-15 18:26:13
"პოლიცია კრიმპოლი ყველა აქ არის მობილიზებული"- ზუგდიდის საკრებულოში ოპოზიციას არ უშვებენ

"პოლიცია კრიმპოლი ყველა აქ არის მობილიზებული"- ეს განცხადება, თინა ბოკუჩავამ გააკეთა. საკრებულოს შენობასთან დაძაბული ვითარებაა. ზუგდიდის საკრებულოში ოპოზიციის ლიდერებს არ უშვებენ.

ოპოზიციის ლიდერები ითხოვენ ჩაინიშნოს საკრებულოს სხდომა და საკრებულოს უმრავლესობის წევრის გია დანელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერების საკითხის განხილვა მოხდეს.

„დაცვის პოლიცია კრიმპოლი ყველა აქ არის მობილიზებული, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, როცა პარლამენტის წვერს არ აძლევენ საშუალებას, რომ შევიდეს საჯარო შენობაში. რას იცავენ ესენი? გვინდა, რომ შევიტანოთ განცხადება ფურცლის ეშინიათ, თუ პარლამენტის წევრების? გვინდოდა განცხადების შეტანა,რომ დანელიას შეუწყდეს უფლებამოსილება.ეს არის კრიმინალი. ადამიანი პირდაპირ ამბობს,რომ მზად არის დააშინოს, გაიტაცოს მოისყიდოს,“-ამბობს თინა ბოკუჩავა.

ამავე თემაზე