2019-05-15 17:48:56
ქობულიაში ის ადამიანი ვერ დაინახეს, რომელიც ივანიშვილს კომფორტს შეუქმნიდა, ისე როგორც სასამართლოში მურუსიძე და ჩინჩალაძე უქმნიან - გოგიჩაიშვილი

გიორგი ქობულიაში ის ადამიანი ვერ დაინახეს, რომელიც პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს კომფორტს შეუქმნიდა, ისე როგორც მას კომფორტს სასამართლოში მურუსიძე და ჩინჩალაძე უქმნიან, - განაცხადა უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში

„გიორგი ქობულიამ ისაუბრა ზუსტად იმაზე, რაც ჩვენ ვიცოდით და რისი დადასტურებაც მისგან გვინდოდა. შეიძლება მას დღეს სიმძაფრით არ უსაუბრია, მაგრამ ყველა მნიშვნელოვან საკითხს და პრობლემას შეეხო - ეს არის მმართველობის პრობლემა, ეს არის გაჩერებული ბიუროკრატია, ეს არის პარტიის თავმჯდომარესთან დაახლოებული ოდიოზური ბიზნესმენები - მათი ინტერესები და ცხვირის ჩაყოფა ქვეყნის ეკონომიკაში“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ამავე თემაზე