2019-05-15 17:32:09
"ტესტების საქმე" - არსებობს თუ არა კომპრომატები გვენეტაძეზე?

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის თანაშემწე მიიჩნევს, რომ ნინო გვენეტაძეზე არსებობს კომპრომატები, მათ შორის ერთ-ერთი შესაძლოა „ტესტების“ საქმე იყოს. გარდა ამისა, კახა წიქარიშვილი არ გამორიცხავს, რომ გვენეტაძესთან ამჟამადაც მიმდინარეობდეს მოლაპარაკება, რომ რათა ის გამოვიდეს და თქვას, რომ კლანი არ არსებობს

„ვფიქრობ რომ ნინო გვენეტაძესთან დღესაც მიმდინარეობს გარკვეული კომუნიკაცია, რომ ის გამოვიდეს და თქვას, რომ სასამართლოში „კლანი“ არ არსებობს და სასამართლო სისტემაში ყველაფერი კარგად არის. არ გამოვრიცხავ, რომ არსებობდეს ნინო გვენეტაძეზე კომპრომატები, მათ შორის შესაძლოა ერთ-ერთი იყოს ტესტების საქმე, რომელიც დღემდე არ არის გამოძიებული. ტესტების თემა პრაქტიკულად დამოკლეს მახვილივით კიდია სასამართლოს თავზე და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ამ საქმის გამოუძიებელი სტატუსი, მით უფრო მძიმე დღეში ჩავარდება ნინო გვენეტაძეც, სასამართლო კორპუსიც და ხელისუფლებაც“,- განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

ამავე თემაზე