2019-05-15 15:44:46
,,აღიარეთ, რომ თათბირებზე გინახავთ ივანიშვილის წარმომადგენელი... ივანიშვილი მმართველობის ამ ფორმით ღუპავს ქვეყანას"

ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან შეხვედრის დროს „ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ გიორგი ქობულიას მოუწოდა, რომ ღიად ისაუბროს ყველა იმ ხარვეზზე, რომელიც გუნდში არაფორმალური მმართველის ე.წ. ემისრების წყალობით ხდება. 

"თქვით, რომ ქვეყანას ყავს არაფორმალური მმართველი, რომელსაც აქვს გარკვეული ინტერესები. რაც აინტერესებს მას იმ სფეროში ვერავინ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას მის გარეშე. აღიარეთ, რომ თათბირებზე გინახავთ ივანიშვილის წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული დავალება და არავინ გკითხავთ აზრს იმის საწინააღმდეგოდ, რაც მათ სურთ. ბიძინა ივანიშვილი მმართველობის ამ ფორმით ღუპავს და სპობს ქვეყნის განვითარებას და მომავალს, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. 

ამავე თემაზე