2019-05-15 14:43:43
სახელმწიფო კომპანიები არის არაეფექტურობის, მიკერძოებული გარიგებების და ნეპოტიზმის ბუდე - ქობულია

სახელმწიფო კომპანიები არის არაეფექტურობის, მიკერძოებული გარიგებების და ნეპოტიზმის ბუდე- ეს განცხადება ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა პარლამენტში გააკეთა, სადაც დღეს ის დეპუტატების ნაწილის  მიწვევით მივიდა. გიორგი ქობულია ამბობს, რომ სახელმწიფო კომპანიები წაარმოადგენენ საქართველოს ეკონომიკის დიდ ნაწილს და საჭიროა მათი ნაწილობრივ პრივატიზაცია.

"სტრატეგიული ინტერესები უნდა დავიტოვოთ, მაგრამ ნაწილობრივი პრივატიზაციის გარეშე ჩვენ ამ პრობლემას ვერ გადავწყვიტავთ", — განაცხადა მან.

ქობულია დღეს მისი მინისტრად მუშაობის ანგარიშს წარადგენს და დაინტერესებული პირების კითხვებს პასუხობს.

ამავე თემაზე