2019-05-15 10:38:22
ნატანებში საზოგადოებრივ ცენტრს თავს დაესხნენ - გამოიყენეს ხელნაკეთი ასაფეთქებელი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში საზოგადოებრივ ცენტრს თავს დაესხნენ. ჩამტვრეულია დარბაზის ფანჯრები, შესასვლელი კარი, განადგურებულია "ლიბერთი ბანკის" სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. 

შემთხვევა სავარაუდოდ გვიან ღამით მოხდა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა სავარაუდოდ ხელნაკეთი ასაფეთქებელი საშუალება გამოიყენეს, რამაც შენობა დააზიანა. მათივე თქმით, წაღებულია გარკვეული რაოდენობის თანხა. 

ეს ამ საზოგადოებრივ ცენტრზე ბოლო ორ წელიწადში მომხდარი მესამე შემთხვევაა, გამოძიებული არც ერთი არ არის. 

ადგილზე პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

ამავე თემაზე