2019-05-14 18:15:27
გია დანელიას ფარული ჩანაწერი- პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ზუგდიდის საკრებულოს წევრის, გია დანელიას ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

"2019 წლის 14 მაისს  სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში  გამოძიება დაიწყო სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გასულ,  სავარაუდოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით.

ასევე,  ამავე მუხლით  დაიწყო გამოძიება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე,  ლევან ხაბეიშვილის მიერ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან  დაკავშირებით." ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში

ამავე თემაზე