2019-05-14 13:30:34
სახელმწიფოს მოუწევს დადოს ძალიან მყარი არგუმენტები - ომბუდსმენი მერაბიშვილის საკნიდა გაყვანის საქმეზე

უკვე წლებია სახალხო დამცველი იძლევა რეკომენდაციას, რომ უნდა მოხდეს ამ ფაქტის გამოძიება - აცხადებს სახალხო დამცველი ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის გამოძიებასთან დაკავშირებით. ომბუდსმენის განცხადებით, გამოძიებამ უნდა გააცნობიეროს, რომ შედეგებს სტრასბურგის სასამართლო ყურადღებით დააკვირდება.

„შეწყალების უფლება ეს არ არის უფლება. ეს არის პროცედურა და ადამიანის უფლებების ჭრილში ვერ განვიხილავთ შეწყალების პროცედურას. თუმცა, რაც შეეხება მისი საკნიდან გაყვანის გამოძიებას, ამასთან დაკავშირებით უკვე წლებია სახალხო დამცველი იძლევა რეკომენდაციას, რომ უნდა მოხდეს ამ ფაქტის გამოძიება. ამასთან დაკავშირებით არსებობს მინისტრთა კომიტეტის შესაბამისი რეკომენდაცია. თითზე ჩამოსათვლელი გადაწყვეტილებები აქვს სტრასბურგის სასამართლოს მე-18 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით და ამ მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით გაცემულ რეკომენდაციებს განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, ინტერესით და ყურადღებით, მის აღსრულებას დააკვირდება სტრასბურგი და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ნამდვილად მოუწევს, რომ დადოს ძალიან მყარი არგუმენტები,“- ნინო ლომჯარია.

ციხიდან გაყვანის ეპიზოდზე ვანო მერაბიშვილის დაკითხვა ე.წ. მატროსოვის ციხეში ცოტა ხანში დაიწყება.

ამავე თემაზე