2019-05-14 09:50:59
ჩატაევის შემოყვანა და მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია - გოგაშვილი დაკითხვას ითხოვს

სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილი თხოვნით მიმართავს პროკურატურას, რომ დაკითხონ, როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის, ისე აჰმედ ჩატაევის „საქართველოში შემოყვანის“ საქმეზე. მისი თქმით,2017 წლის დეკემბერში, როდესაც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პანკისში სპეცოპერაცია ჩატარდა თვითონ თბილისში იმყოფებოდა. გოგაშვილმა "ომედთან"  აჰმედ ჩატაევისა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მტკიცებულებებითაა გამყარებული.

„მე თბილისში, აი, ამ სახლში ვიმყოფებოდი. აქ, ჩემთან ერთად სტუმრები იყვნენ და სატელეფონი ანძებით მარტივად შეიძლება დადგენა, რომ აქ იყვნენ. აბსურდია, რომ ბრძანება გვქონოდა გაცემული იმიტომ, რომ ჩვენ ყველაზე მეტ ჩვენებას მაჩალიკაშვილისგან ველოდებოდით. იმიტომ, რომ თუკი რამ სჭირდებოდა ჩატაევის გუნდს დავუშვათ, ანგარიშის გახსნა, თანხების გადმორიცხვა, ტელეფონების შეძენა, აპლიკაციების ჩამოტვირთვა, ანუ ყველაფერში ეხმარებოდა. ეს გამოვლინდა მტკიცებულებით, ჩემი მოგონილი არ არის და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საქმეშია ჩართული. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა ძალიან ბევრ ინფორმაციას მივიღებდით მისგან და ის რაც მოხდა, ჩვენთვის, ყველასთვის ძალიან ცუდი იყო.

მინდა ვთხოვო პროკურატურას, რომ არამარტო ამ შემთხვევაზე, არამედ დამკითხონ იმაზეც, რომ ჩემს მიმართ არის ბრალდება, თითქოს ჩატაევი მე ჩამოვიყვანე საქართველოში და მილიარდები გავიყავით. რაღაც მილიარდები იყო, სირიის ისლამური სახელმწიფოს ბიუჯეტიდან , თურმე აქ წამოუღია და ეს თანხა ვერ გაგვიყვია და შემდეგ ასე მომხდარა. დეტალებზე არ მინდა გესაუბროთ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი დეტალი მაქვს და ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი. დამკითხონ ჩატაევის ნაწილშიც და თემირლან მაჩალიკაშვილის ნაწილში. ამავდროულად, დაკითხონ ის ადამიანები, რომლებიც ხელს მადებენ, რომ ჩატაევი მე შემოვიყვანე. ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება“, - განაცხადა გოგაშვილმა.

ამავე თემაზე