2019-05-13 12:27:44
ეკონომიკური ზრდის მიმდინარე წლის პროგნოზი 4,6-ია, რაც რეგიონში გამორჩეულად მაღალია - მაჭავარიანი

საქართველოს ეკონომიკური ზრდის მიმდინარე წლის პროგნოზი 4,6-ია, რაც რეგიონში გამორჩეულად მაღალია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა,ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინისთან ერთობლივ ბრიფინგზე.

მინისტრის თქმით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების რეფორმების ეფექტურობას.

„საქართველოს ეკონომიკური ზრდის მიმდინარე წლის პროგნოზი არის 4,6, რაც რეგიონში გამორჩეულად მაღალია და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ რეფორმების ეფექტურობასა და მათ მიმართ ერთგულებას, რომლის გზაზეც საქართველოს ხელისუფლება დგას. ეს საერთაშორისო საკრედიტო სააგენტოების მიერ არ დარჩა შეუმჩნეველი და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თუ რა ცვლილებები მოხდა საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების მიმართულებით: შარშან ჩვენი რეიტინგი Mood’s-მა ერთი საფეხურით გააუმჯობესა, წელს, წლის დასაწყისში Fitch-მა გაგვიზარდა რეიტინგი და Standard & Poor's-მა პოზიტიური პროგნოზი იწინასწარმეტყველა. მჯერა, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება მიმდინარე პროგრამისა და იმ ეკონომიკური დინამიკის საფუძველზე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ამავე თემაზე