2019-05-09 19:27:06
ლარის კურსი თავისით დასტაბილურდება - ეკონომიკის მინისტრი

მე ვიტყოდი, რომ ეს არის მოკლევადიანი რყევა, რომელიც თავისით დასტაბილურდება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლარის კურსთან დაკავშირებით:

„ძალიან ყურადღებით ვადევნებთ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს თვალყურს და არც ერთი ფუნდამენტური ფაქტორის ცვლილება არ გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება რაიმე გაუფასურებასთან გვქონდეს საქმე. ეკონომიკა იზრდება, მარტში ძალიან მაღალი, 6%-იანი ზრდა გვქონდა, ექსპორტი იზრდება შესაბამისად საქმე გვაქვს მოკლევადიან რყევასთან, რომელიც თავისით დასტაბილურდება,” – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამავე თემაზე