2019-05-09 16:28:34
სქესობრივი განათლება აუცილებელია - პაშინიანი

სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ პაშინიანი მიიჩნევს, რომ სქესობრივი განათლება აუცილებელია. მისი თქმით, ბავშვები იზრდებიან და კონკრეტულ ეტაპზე სჭირდებათ ცოდნა და ამისათვის აუცილებელია ინფორმაციის სწორად მიწოდება:

"საიდან მიიღებენ ინფორმაციას? ქუჩაში? ინტერნეტში აკრძალული ფილმების ყურებისას, რომელიც მათი ასაკისთვის არ არის გათვალისწინებული? როცა ჩუმად ისარგებლებენ პორნო საიტებით?" — განაცხადა პაშინიანმა.

სომხეთის პრემიერი ამ განცხადებით გამოეხმაურა კრიტიკას, რომელიც საზოგადოებაში წიგნის, ჩემი პირადი სხეულის პრეზენტაციამ გამოიწვია. პაშინიანმა თქვა, რომ წიგნში გარყვნილება ვერ აღმოაჩინა.

პაშინიანმა სქესობრივი განათლების არქონის მინუსებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უმეტეს შემთხვევაში იმპოტენციის მიზეზი სწორედ ეს არის.

გარდა ამისა პრემიერმა აღნიშნა, რომ სომხეთში არსებობს მავნე პრაქტიკა, როდესაც უფროსები ბავშვებს გინებას ასწავლიან.

"მოდის უფროსი და ეუბნებიან ბავშვს: მიდი აგინე. ესეც ეუბნება მე შენი და მიდის სიცილი", — პრემიერმა პრესკონფერენციაზე სიცილი განასახიერა და განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში რატომღაც არავინ ფიქრობს გარყვნილებაზე.

ამავე თემაზე