2019-05-09 13:57:34
ვასაძე ხლისუფლებას დამხობით ემუქრება - "...არ გაბედოთ ამის გაკეთება" (ვიდეო)

ლევან ვასაძე საქართველოს ხელისუფლებას მასობრივი არეულობითა და შესაძლო დამხობით ემუქრება. ვასაძე ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ თუ თბილისში გაეროს ეგიდით აღლუმი ჩატარდება, ხელისუფლება მიიღებს არეულობას. 

უცნობია, კონკრეტულად რა აღლუმი იმართება გაეროს ეგიდით, თუმცა ვასაძე ირწმუნება, რომ ეს იქნება გარყვნილების აღლუმი. 

„აშშ-ს საელჩომ გამოაცხადა, რომ მხარს დაუჭერს გაეროს ეგიდით ჩასატარებელ გარყვნილების აღლუმს თბილისში, რომელსაც ხელისუფლებაც უჭერს მხარს. მინდა მივმართო მათ, ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ გაბედოთ ამის გაკეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ მასობრივ არეულობას, რომელიც შესაძლოა თქვენი ხელისუფლების დამხობით დასრულდეს და ამაზე პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ", - აცხადებს ლევან ვასაძე. 

ბიზნესმენი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარზეც საუბრობს  და ამბობს, რომ ეს შემთხვევითობა არ ყოფილა და ხანძარი ფრანგების ცოდვებს უკავშირდება. 

„არ შეიძლება ნოტრ-დამის ხანძარი შემთხვევითობა იყო. ჩემმა ფრანგმა მეგობარმა ფაბრიკ სოლანმა, მეღვინემ, რომელმაც პარიზში მამათმავლების აღლუმის წინააღმდეგ 2 მილიონი კაცი გამოიყვანა აქციაზე, გამაღვიძა და მითხრა - ლევან ძმაო, ეს ყველაზე მძიმე წუთებია ჩემს ცხოვრებაში. შევეცადე გამემხნევებინა - უფალი დაიფარავს საფრანგეთსთქო. არა, ღირსები ვართ, იმდენი ცოდვა გვაქვსო - მითხრა ჩემმა მეგობარმა. გული მომიკვდა ჩემი მეგობრის საცოდაობით. კიდევ რამდენჯერმე მომწერა იმ უძილო ღამეს, გამთენიისას კი მითხრა - უფლის გვირგვინი გადარჩაო", - ამბობს ლევან ვასაძე საკუთარ მიმართვაში.  

ვიდეო სრულად 

ამავე თემაზე