2019-05-07 14:33:44
დიღმის მასივში #46 ავტობუსის მძღოლი დაჭრეს

დიღმის მასივში #46 ავტობუსის მძღოლი დაჭრეს. შსს-ს განცხადებით, მძღოლი ბასრი იარაღითაა დაჭრილი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მძღოლი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 შსს უარყოფს ინფორმაციას, რომ შემთხვევის ადგილზე იყო გასროლა.

ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს. შემთხვევის ადგილზეა გასული „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ჯგუფიც.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118 -ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. 

სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. 

ამავე თემაზე