2019-05-06 10:10:15
ისრაელმა და პალესტინელმა მებრძოლებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს

სამდღიანი დაპირისპირების შემდეგ, ისრაელმა და პალესტინელმა მებრძოლებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას ამის შესახებ პალესტინური მხარე ავრცელებს.

ბოლო ცნობით, ისრაელის მიმართულებით ღაზადან გაშვებული ჭურვების აფეთქებას 4 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

ისრაელის თავდაცვითი არმიის მონაცემებით, ბოლო 36 საათის განმავლობაში ღაზას ტერიტორიიდან ებრაული დასახლებების მიმართულებით 600-ზე მეტი ჭურვი გაისროლეს, ხოლო საპასუხო საჰაერო იერიშები დაჯგუფება "ჰამასის" 320 ობიექტზე განხორციელდა.

პალესტინური მხარის განცხადებით, დარტყმებს სულ მცირე 23 ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა. 

ამავე თემაზე