2019-05-02 11:12:32
"დავაკვირდებით, თუ როგორ ხდება ამ მიმდინარეობის განვითარება და ზომებს მივიღებთ" - გვენეტაძე შიდა განვადებებზე

ჩვენ დავაკვირდებით, თუ როგორ ხდება ამ მიმდინარეობის განვითარება და ზომებს მივიღებთ იმის მიხედვით, თუ რა ზომა და გაქანება ექნება ამ მიმართულებას, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ტექნიკის მაღაზიებისა და დეველოპერების მხრიდან შიდა განვადების დანერგვის კომენტირებისას.

„თუ ის პროდუქტი, რომელიც იქნება შეთავაზებული თავისი ხასიათით, იქნება სესხის მატარებელი, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ დაკმაყოფილდეს ის პირობები, რაც დღესდღეობით არსებობს სესხებთან დაკავშირებით . ჩვენ დავაკვირდებით, თუ როგორ ხდება ამ მიმდინარეობის განვითარება და ზომებს მივიღებთ იმის მიხედვით , თუ რა ზომა და გაქანება ექნება ამ მიმართულებას,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ

ამავე თემაზე