2019-05-02 11:10:20
გუაიდომ საჯარო მოხელეებს დღეს გაფიცვისკენ მოუწოდა

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ საჯარო მოხელეებს დღეს გაფიცვისკენ მოუწოდა. 

ვენესუელას დედაქალაქში გამოსვლები გუშინაც გრძელდებოდა, რომლის დროსაც ქვეყნის ეროვნულმა გვარდიამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და შედეგად ერთი მომიტინგე დაშავდა. მოგვიანებით ადგილობრივმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ქალი, რომლიც აქციაზე დაშავდა, გარდაიცვალა. ეს ფაქტი გუაიდომაც დაადასტურა Twitter-ის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გუაიდომ წინააღმდეგობის ახალი ტალღა დაიწყო.

ამავე თემაზე