2019-05-01 10:51:08
ვენესუელაში CNN დაბლოკეს

CNN-ის ცნობით, ვენესუელაში ტელეკომპანიის მაუწყებლობა დაბლოკეს. როგორც მედიასაშუალება იუწყება, ვენესუელის კომუნიკაციების მარეგულირებელმა საკაბელოებისთვის ტელევიზიის გათიშვის განკარგულება გასცა.

CNN წერს, რომ ტელევიზია მას შემდეგ გათიშეს, რაც კარაკასში სამხედრო მანქანის დემონსტრანტების ჯგუფში შევარდნის კადრები გავიდა ეთერში. 

ვენესუელაში მიმდინარე დაპირისპირების შედეგად 52 ადამიანი დაშავდა. ისინი კარაკასის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე