2019-05-01 10:20:37
მადურო უარყოფს კუბაში გაფრენის გეგმას

ვენესუელის პრეზიდენტმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა და უარყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ ის კუბაში გაფრენას გეგმავდა, თუმცა რუსეთმა გადააფიქრებინა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ოთხშაბათს CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მადურო მზად იყო, დაეტოვებინა ვენესუელა და ჰავანაში გაფრენილიყო მანამ, ვიდრე რუსები სრულ მხარდაჭერას არ გამოუცხადებდნენ და ეტყოდნენ, რომ არ დაეტოვებინა ვენესუელა. ეს ინფორმაცია მოგვიანებით უარყო რუსეთის საგარეო საქმეტა მინისტრმაც.

გარდიანის ცნობით, მადურო გავრცელებულ საათ-ნახევრიან ვიდეოში ასევე ამბობს, რომ სამხედრო პირები, რომლებიც ამბოხში მონაწილეობდნენ, კარაკასში, ბრაზილიის საელჩოში გაიქცნენ.

ამავე თემაზე