2019-04-24 15:27:27
არ ნიშნავს, რომ ვინმეს მუჭებით ჰქონდა ნარკოტიკი - ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატი

მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატი, განმარტებებს აკეთებს. ამირან გიგუაშვილის თქმით, აქამდე იმიტომ არ ასაჯაროებდა ნარკოტიკული საშუალების ოდენობას, რომ ეს დაცვის მხარის სტრატეგია იყო.

მისი თქმით, ორი დღეა, ლევან ჯიბღაშვილის მისამართით პოლიტიკური სპეკულაცია მიმდინარეობს.

"დაცვის სტრატეგიიდან მიგვაჩნდა, რომ ამ საკითხის გასაჯაროება არ იყო მიზანშეწონილი, მაგრამ ვინაიდან ეს არის საზოგადოებრივად მაღალი ინტერესის საგანი და სხვადასხვა პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გახდა, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ჩანთაში იყო ნახევარი გრამი კოკაინი და ორი ნატეხი ე.წ. კლუბური ნარკოტიკი. ამ ყველაფერს სამართლის ენაზე ჰქვია დიდი ოდენობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მუჭებით ჰქონდა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება,“- განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

ამავე თემაზე