2019-04-24 14:31:04
მსახიობ და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილიდან კოკაინი და ექსტაზი ამოიღეს

მსახიობ და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილიდან კოკაინი და ექსტაზი ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯიბღაშვილს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოაჩნდა.

უწყების ცნობით, ექსპერტიზით დადგინდა, რომ მსახიობისა და ბიზნესმენის ჩანთაში  0,5659გ. კოკაინი და 0,1921გ. ექსტაზი (MDMA) ჰქონდა. შსს-ში ამბობენ, რომ გამოსაკვლევი დარჩა მცირე ოდენობით მარიხუანა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამოღებული ნარკოტიკის შემცველობისა და რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, მხოლოდ დღეს გაასაჯაროვა. ჯიბღაშვილი სასამართლო დარბაზიდან გირაოს საფუძველზე ისე გაათავისუფლეს, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო თ რა ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა- გადაზიდვას ედავებოდნენ მას სამართალდამცველები. როგორც შსს, ასევე პროკურატურა საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებდა. 

ამავე თემაზე