2019-04-24 13:52:33
რომელი და რა რაოდენობის ნარკოტიკი ამოიღეს ჯიბღაშვილის ავტომობილიდან სამართალდამცველებმა - ადვოკატი განცხადებას გააკეთებს 

მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატის განცხადებით, დღეს დაასახელებს, რა რაოდენობის ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებიან ლევან ჯიბღაშვილს. ამირან გიგუაშვილის თქმით, განცხადებას 14:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გააკეთებს. 

მსახიობი და ბიზნესმენი სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვა-გადაგზავნის ბრალდებით დააკავეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია რა ნარკოტიკულ საშუალებებზე ან რა რაოდენობაზეა საუბარი. არც შსს და არც პროკურატურა ინფორმაციას არ ავრცელებს. 

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ლევან ჯიბღაშვილი 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება. 

ამავე თემაზე