2019-04-24 10:10:32
ყველაფერი ვაღიარე, მე მეკუთვნის... ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ მისარგებლია პირადი ურთიერთობებით - ჯიბღაშვილი 

ყველაფერი ვაღიარე, მე მეკუთვნის ეს, ყველაფერი ჩემია და სხვა ინფორმაციას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გავაჟღერებ - ეს განცხადება, მსახიობმა და ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა გააკეთა.

მსახიობმა და ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა 10 ათასლარიანია გირაოს გადახდის შემდეგ გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა.

მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი და მესამე ა ქვეპუნქტებით, რაც 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ჯიბღაშვილმა დაკავების დეტალები გაიხსენა და თქვა, რომ ნარკოტიკი საპატრულო პოლიციამ და მანქანის დათვალიერებისას აღმოაჩინა. 

„ამას ადასტურებს ძალიან ბევრი ფაქტი ჩემს ცხოვრებაში და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არც ვისარგებლებდი და არც მისარგებლია და ფაქტიც სახეზეა, საიდანაც მე გამოვდივარ. რაც შეეხებ ჩემს მანქანაში არსებულ ნივთიერებებს, მე ეს ყველაფერი დავადასტურე, მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიებასთან ვთანამშრომლობთ და რა თქმა უნდა, ყველაფერი ვაღიარე, მე მეკუთვნის ეს, ყველაფერი ჩემია და სხვა ინფორმაციას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გავაჟღერებ. ჩვეულებრივად მოძრაობისას გამაჩერა საპატრულო პოლიციამ და მანქანის დათვალიერებისას აღმოაჩინეს ეს. არაფრის ზემოქმედების ქვეშ არ ვიყავი, ეს დაადასტურა გამოკვლევამაც“, - განაცხადა ჯიბღაშვილმა.

ამავე თემაზე