2019-04-23 15:51:21
საბანკო რეგულაციების მიზანია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა - მაჭავარიანი

„საბანკო რეგულაციების მთავარი მიზანია, ქვეყანაში გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა",- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გამოსვლისას.

ივანე მაჭავარიანმა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დოლარიზაციის მაღალი დონე და სესხების გაცემის უპასუხისმგებლო პოლიტიკა დაასახელა.

„შრომისუნარიანი მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტი იყო შავ სიაში. სამომხმარებლო დანიშნულებით გაცემული ონლაინ სესხების საპროცენტო განაკვეთები ხშირად ათას პროცენტს აღწევდა, რაც არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემა“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, საბანკო სექტორის დაკრედიტება, ძირითადად, მოდიოდა სამომხმარებლო სესხებზე და გვერდს უვლიდა მწარმოებლურ სექტორებს.

„დარწმუნებული ვარ, შემოღებული რეგულაციები, ამ მიმართულებით სურათს შეცვლის. არსებული რეგულაციები ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისთვის და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ამავე თემაზე