2019-04-22 17:14:50
"მთავარი არ არის დაკავება - შეიძლება მათი განეიტრალება" - ლილუაშვილი აგენტებზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის გრიგოლ ლილუაშვილის ინფორმაციით, აგენტურულ საქმიანობასთან დაკავშირებით საქმის წარმოება 169 პირზე მიმდინარეობს, რომელთა შორის 37 კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირია.

“რბილი ძალის“ მეშვეობით ხდება ზეწოლა საზოგადოებრივ ჯგუფებზე, ისევე როგორც მასმედიაზე. რაც შეეხება აგენტების გამოვლენას, ამ მიმართულებით კამერების წინ კეკლუცობით მუშაობის გაუმჯობესება არ ხდება. მთავარია, მოზომილი პოლიტიკით იდენტიფიცირება მოვახდინოთ, მონიტორინგი ვაწარმოოთ, მათ შორის ისეთ პირებზე, ვინც შემჩნეულია არა მხოლოდ „რბილი ძალის“ ქვეშ ყოფნაში, არამედ პირდაპირ აგენტურულ საქმიანობაში. დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ეს პოლიტიკური ქულებისა და ბენეფიტების დასაწერი საკითხი არ უნდა იყოს. შევთანხმდით, რომ იყო ამ მხრივ არასწორი ნაბიჯები, რამაც უკუშედეგები გამოიღო. საქმის წარმოება მიმდინარეობს 169 პირზე, დაკვირვების მხრივ, მათ შორის 37 არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირი. მთავარი არ არის დაკავება - შეიძლება მათი განეიტრალება. მთავარია, ძირგამომთხრელი საქმიანობის და ქვეყნის ინტერესების დაზიანების საშუალება არ მივცეთ. ხშირ შემთხვევაში, სპეცსამსახურები არა გაძევების, არამედ გადმობირების მექანიზმებსაც იყენებენ. არსებობს უამრავი მექანიზმი, რაც საკმაოდ სპეციფიური თემაა“, - განუცხადა ჟურნალისტებს გრიგოლ ლილუაშვილმა.

ამავე თემაზე