2019-04-15 15:24:14
"მაგის დათვლილი პროცენტები გვახსოვს, მოტყუებით მიიყვანა ბატონი ბიძინა და წაგებული არჩევნები აზეიმა"

მაგის დათვლილი პროცენტები გვახსოვს, მოტყუებით მიიყვანა ბატონი ბიძინა და წაგებული არჩევნები აზეიმა - შაქარიშვილის თქმით, კობახიძეს ივანიშვილმა "ყური აუწია". საკრებულოს უმრავლესობიდან პროტესტით წასული ვახტანგ შაქარიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც ირაკლი კობახიძემ მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" 3%-იანი რეიტინგი უწინასწარმეტყველა.

"ირაკლი კობახიძის დათვლილი პროცენტები უკვე ვნახეთ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში. ციფრები და პროცენტები ირაკლი კობახიძის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის და მე მის ადგილზე ამ ველზე, სადაც აპრიორში წაგებულია არ შევიდოდი.თანაც ჩვენ ვიცით , ბატონო ბიძინა ივანიშვილისგან მოვისმინეთ, რომ მას ყური უკვე აუწიეს ერთხელ. ნახევარი საქართველო, პარტიის თავმჯდომარით დაწყებული და ლიდერშიპით გაგრძელებული მოატყუა, მეც იქ ვიყავი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო შტაბში,როცა მოიყვანეს ბიძინა ივანიშვილი მოტყუებით და გამარჯვება აზეიმეს წაგებულ არჩევნებში.

ინტელექტუალურ კრიზისში არიან იმ ოთახში, სადაც ეს მესიჯბოქსი იწერება, მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი, ხელისუფლებაში ვიყავი და წავედი ოპოზიციაში, ეს არის პოლიტიკური ინტერესი?-ცოტა ტვინი მიატანონ რასაც ლაპარაკობენ“- განაცხადა შაქარიშვილმა.

ამავე თემაზე