2019-04-15 14:23:01
"ჩვენი ტრადიციებისა და ოჯახის კულტურა უნდა იყოს დომინანტი" - მდინარაძე

ჩვენი ტრადიციებისა და ოჯახის კულტურა უნდა იყოს დომინანტი. - ამბობს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, არსებობენ ჯგუფები, რომლებსაც ოჯახის სიწმინდეზე ცინიკური დამოკიდებულება აქვთ:

"როდესაც ოჯახზე, ოჯახის სიწმინდეზე ვსაუბრობთ ხოლმე, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ამაზე ცინიკურ დამოკიდებულებასაც კი ავლენენ. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. თუ ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრები, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ტრადიციული ღირებულებების დათმობის ან დაკარგვის ხარჯზე.

მნიშვნელოვანია, ჩვენი ეროვნული სულისკვეთება იყოს ჩვენს შვილებში. ამაზე უარი არასდროს არ უნდა ვთქვათ და ამის უფლება არავის არ უნდა მივცეთ. ჩვენი ტრადიციებისა და ოჯახის კულტურა უნდა იყოს დომინანტი. ამ ჩვენი განსაკუთრებული ტრადიციულობით უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები" ამბობს მდინარაძე. 

ამავე თემაზე