2019-04-15 14:11:04
გოგი წულაია ზესტაფონის მერად იყრის კენჭს

ზესტაფონის მერობისთვის პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია იბრძოლებს. წულაია ზესტაფონის მერიის შენობის წინ პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ წარადგინა.

ზესტაფონელებს არ დავპირდები რომ ავაშენებ. მე არავის არ ავაშენებ, ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ. ზესტაფონიდან დავიწყებ ბრძოლას რეალური თვითმმართველობისთვის. მარაზმია და უზნეობაა, როდესაც “ფერო” წამლავს ადამიანებს ზესტაფონში და იქ გამომუშავებული თანხა მიდის თბილისში, ბიუჯეტში. აქ არის ყველაზე მეტი ონკოლოგიური დაავადებებით გარდაცვლილი ადამიანი”, – განაცხადა გოგი წულაიამ.

გოგი წულაიას შუალედურ არჩევნებში მხარს ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”, “ეროვნულ-პატრიოტული მოძრაობა” და დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე უჭერენ.

ამავე თემაზე