2019-04-15 13:50:03
მრჩეველთა საბჭო აჭარის ტელევიზიის დირექტორს უსმენს

მრჩეველთა საბჭო დღეს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, ნათია კაპანაძის კვარტალურ ანგარიშს ისმენს.

ნათია კაპანაძემ მრჩეველთა საბჭოს მუშაობის მთავარი შედეგები წარმოუდგინა:

სხდომას არ ესწრება საბჭოს წევრი ირაკლი დარცმელიძე, რომელმაც საბჭოს კიდევ ერთ წევრთან, გიგა ჩხარტიშვილთან ერთად 10 აპრილს მოითხოვა ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი.

ხუთწევრიანი ბორდიდან უმრავლესობა, ანუ სამი წევრი თუკი მისცემს ხმას მოქმედი დირექტორის წინააღმდეგ, ნათია კაპანაძე თანამდებობას დატოვებს.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მას ამ პოსტზე ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე მეტი დრო დარჩა.

ამავე თემაზე