2019-04-15 11:18:53
"ამ სახეებით 3%-მდე ასვლა არის ძალიან რთული" კობახიძე "დაიცავი საქართველოზე"

"ამ სახეებით 3%-მდე ასვლა არის ძალიან რთული" - კობახიძის პროგნოზი, "დაიცავი საქართველო" 3%- იან ბარიერს ვერ გადალახავს.

კობახიძე ყოფილ თანაგუნდელებსა და მხარდამჭერებზე საუბრისას ამბობს, რომ „ასეთი სახეები“ ვერ შეიტანენ წვლილს დემოკრატიის განვითარებაში.

“3 %-იანი ბარიერის პირობებში არის მაღალი ცდუნება, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ჩამოაყალიბონ პარტიები, უფრო მარტივია 3%-იანი ბარიერის გადალახვა, ვიდრე 5%-იანის, აქედან გამომდინარე არის ეს ინტერესი. თუ გაჯანსაღდება ოპოზიციური სპექტრი, ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქართული დემოკრატიის განვითარებას. თუმცა ასეთი სახეებით ბუნებრივია ვერც ერთი პარტია ვერ შეიტანს წვლილს დემოკრატიული სისტემის განვითარებაში.

ზოგადად საერთო სურათს თუ ვნახავდით, ლიდერებს, რომლებიც იყვნენ დარბაზში წარმოდგენილი, ცალსახაა, რომ ამ გაერთიანებას ძალიან გაუჭირდება 3%-იანი ბარიერის გადალახვაც კი. როდესაც მინუსით იწყებ, ამ სახეებით, ბუნებრივია 3%-მდე ასვლა არის ძალიან რთული,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე