2019-04-15 09:54:38
ქობულია, ზალკალიანი, ციხელაშვილი - ვინ დატოვებს მთავრობას 

არაოფიციალური ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტში შესაძლოა ცვლილებები განხორციელდეს და თანამდებობები ეკონომიკის და საგარეო საქმეთა მინისტრებმა დატოვონ. გავრცელებული ინფორმაციით, პოსტი შესაძლოა დატოვოს შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ თემაზე ვრცელ კომენტარს ის მთავრობის სხდომის წინ გააკეთებს. თუმცა ამჟამად პრემიერ-მინისტრი ვიზიტით რუმინეთში იმყოფება. 
მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ბიძინა ივანიშვილმა ბოლო სატელევიზო ინტერვიუში განაცხადა, რომ რამდენიმე მინისტრის მუშაობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. 

ამავე თემაზე