2019-04-02 11:08:25
"სისტემას მართავს ერთი ადამიანი, რომელსაც მხოლოდ თავისი უსაფრთხოება აინტერესებს"

"გირჩის" ლიდერი "ტვ პირველის" გადაცემაში "ხალხის პოლიტიკა" ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ 4%-იანი ზრდა ნიშნავს, რომ  საშუალო ევროპულ ქვეყნამდე  რამდენიმე ათწლეული დაგვჭირდება. 

"ეკონომიკა ქართული ოცნების ძლიერი მხარე ვერანაირად ვერ არის. პოზიტიურად იმას თუ ჩავთვლით, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ისე ძალიან არ გაუარესებულა, რომ უკან წავსულიყავით ეს არის და ამის გამო "სპიჩის" რეიტინგში წინ წავედით. მაგრამ, ზოგადად გვაქვს სერიოზული პრობლემა. ეკონომიკური ზრდა გვაქვს 4%, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალო ევროპული ქვეყანა რომ გავხდეთ რამდენიმე ათწლეული დაგვჭირდება. ანუ ჩვენი შვილთაშვილები ვერ მოესწრებიან. ეს როგორ შეიძლება კარგი ტენდენცია იყოს?! ამ დროს გვყავს ეკონომიკის მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ არც გვინდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდაო, რაც არის იმით უნდა დავკმაყოფილდეთო. ინვესტიციებზე იყო საუბარი და მე მგონი ასეთი დაბალი მაჩვენებელი უკანასკნელი წლების განმავლობაში არ გვქონია. ეკონომიკის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ზოგადად სისტემას მართავს ერთი ადამიანი, რომელსაც მხოლოდ თავისი უსაფრთხოება აინტერესებს. აინტერესებს რომ რევოლუცია არ მოხდეს და რუსები არ შემოვარდნენ ტანკებით, მაგრამ ამის იქით, არც ინტერესი და არც ხედვა არ აქვს, ეს ქვეყანა საით უნდა წავიდეს." ამბობს ზურა ჯაფარიძე 

ამავე თემაზე