2019-03-25 14:32:10
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. პოლონური მედიის ცნობით, მოკლული 24 წლისაა.

საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 38 წლის მამაკაცი კი დაშავებულია.

ჟურნალისტების ცნობით, ლიპნიცას დასახლებაში, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს შორის ჩხუბი მოხდა, რა დროსაც ცივი იარაღი გამოიყენეს.

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია საქართველოს ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე.

ამავე თემაზე