2019-03-22 10:02:31
სენაკში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს

ყაჩაღობა სენაკში - გვიან ღამით სამმა ნიღბიანმა თავდამსხმელმა სუპერმარკეტი დააყაჩაღა. ნიღბიანები მაღაზიაში შეიარაღებულები შეიჭრნენ და თანხა მოითხოვეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია ერთი კვირის ნავაჭრი.

დანაშაულში მონაწილე პირები დაკავებული არ არიან. საქმეზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე