2019-03-21 12:05:01
ბრიჯიტ ბრინკი სლოვაკეთში აშშ-ის ელჩის პოსტს დაიკავებს

თეთრი სახლის ინფორმაციით, ამერიკელი დიპლომატი, სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ბრიჯიტ ბრინკი, სლოვაკეთში აშშ-ის ელჩის პოსტს დაიკავებს.

ბრიჯიტ ბრინკი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილის თანამდებობასაც იკავებდა.

გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრინკის კანდიდატურა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე განიხილებოდა, თუმცა ის ქართულმა მხარემ დაბლოკა. Foreign Policy- წერდა, რომ საქართველოს მთავრობაში ბრიჯიტ ბრინკს  ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილ ფიგურად თვლიდნენ.

საქართველოს ხელისუფლებამ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა.

აშშ-ს საქართველოში ელჩი ისევ არ ჰყავს. მოვალეობას როს იულსონი ასრულებს.

ამავე თემაზე