2019-03-20 15:55:44
"დღეიდან იუსტიციის სამინისტროს ვუწოდოთ თეა" - გოცირიძე

რომან გოცირიძემ დეპუტატებს შესთავაზა, იუსტიციის სამინისტროს თეა წულუკიანის პატივსაემად, "თეა" ეწოდოს:

“ყაზახეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით ქალაქ ასატანას ნურსულთანი დაერქვა. გამომდინარე იქიდან, რომ ნურსულთან ნაზარბაევმა 30 წელი უმწიკვლოდ ემსახურა თავის სამშობლოს.

დღეს ჩვენ მოვისმინეთ ქალბატონი თეას მოხსენება, რომელიც იყო დემონსტრირება იუსტიციის სამინისტროს თავბრუდამხვევი წარმატებებისა. იქნებ იმსჯელოს პარლამენტმა და დღეიდან იუსტიციის სახელად ვიწოდოთ თეა“, – განაცხადა გოცირიძემ.

ამავე თემაზე