2019-03-16 01:08:10
თალაკვაძეს იარაღი და ფული მოპარეს - მძარცველი დაკავებულია

სამართალდამცავებმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის სახლი ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს. ძარცვაში ეჭვმიტანილმა თალაკვაძის სახლიდან მცირე ზომის სეიფი მოიპარა, რომელშიც ფული და თალაკვაძის სახელზე რეგისტრირებული იარაღი ინახებოდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებულია პატიმრობა 4-დან 7 წლამდე.

ამავე თემაზე