2019-03-15 19:17:24
რუსეთს თუ არ დაუჯდა გარკვეული ფასი, რასაც აკეთებს გააგრძელებს და რა მასშტაბით, არავინ იცის - ხოშტარია

ხურვალეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ოპოზიცია ხელისუფლებისგან დეტალურ ახსნა-განმარტებას ითხოვს. "ევროპული საქართველოს" წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ხელისუფლებამ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, რა ხდება საოკუპაციო ხაზთან.

„პირველი, ახლა, რაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, უნდა გამოვიდეს და საზოგადოებას აუხსნას, რა ხდება. იმიტომ, რომ არც ზედმეტი პანიკა არ იყოს, ვიცოდეთ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე. მავთულხლართების გაბმასთან გვაქვს საქმე, თუ ადგილობრივი მოსახლეობა რა მდგომარეობაშია, საფრთხე ემუქრება.

რუსეთს თუ არ დაუჯდა გარკვეული ფასი, დისკომფორტი ის ქმედებები, რასაც აკეთებს, ადამიანს მოკვლა, წამება, ატაცება და ა.შ, ამას გააგრძელებს და რა მასშტაბით გააგრძელებს, არავინ იცის. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიით დაწყებული, ასევე საერთაშორისო სამეგობროს საგანგაშო გზავნილი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი თავი დავიცვათ,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ამავე თემაზე