2019-03-15 19:17:44
ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები საკმაოდ შემაშფოთებელია - აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კვარაცხელიას გარდაცვალებაზე 

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები საკმაოდ შემაშფოთებელია - ეს განცხადება, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საოკუპაციო ხაზთან შექმნილ მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა.

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ოკუპირებულ გალში 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის უმძიმესი ფაქტია.

„ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები საკმაოდ შემაშფოთებელია. ჩვენი სურვილია, რეგიონში იყოს სიმშვიდე, რომ მსგავსი მოვლენები აღარ გაგრძელდეს და იყოს დეტალურად გამოძიებული. ის ფაქტი, რომ გატაცებული ახალგაზრდა საეჭვო ვითარებაში დაიღუპა მაშინ, როცა დაკავებული იყო, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის უმძიმესი ფაქტია. ცხადია, რომ ეს არის რუსების და საოკუპაციო რეჟიმის ქმედების შედეგი. ყველასთვის გასაგებია, რომ მსგავსი ნაბიჯები ქართული ხმარის დასუსტებას ემსახურება,“ - განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა.

ამავე თემაზე