2019-03-15 19:12:11
არ დაფიქსირებულა არანაირი ინციდენტი, ისევე, როგორც არ არის დაფიქსირებული ბორდერიზაციის ახალი კერა - სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

არ არის დაფიქსირებული ბორდერიზაციის ახალი კერა - ეს განცხადება, სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გააკეთა. 

ირაკლი ანთაძის განცხადებით, არ დაფიქსირებულა არანაირი ინციდენტი. 

„არ დაფიქსირებულა არანაირი ინციდენტი, ისევე, როგორც არ არის დაფიქსირებული ბორდერიზაციის ახალი კერა. როგორც ხედავთ, ადგილზე პატრულირებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ჩვენ ვართ მუდმივ კომუნიკაციაში. გარდა ამისა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან ან განცხადებისგან, რამაც შეიძლება მოახდინოს სიტუაციის პროვოცირება და საფრთხე შეუქმნას ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს,“ - განაცხადა ანთაძემ.

ამავე თემაზე