2019-03-15 18:12:24
„ეს იყო პროვოკაციული განცხადებები, ხურვალეთში სიმშვიდეა" - გუბერნატორი

სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან შიდა ქართლის გუბურნატორი მივიდა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.

გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაციების ნაწილი იყო პროვოკაცია, რასაც საზოგადოების მხრიდან გარკვეული გამოხმაურება მოჰყვა.

„ეს იყო პროვოკაციული განცხადებები, რასაც საზოგადოებაში გარკვეული გამოხმაურება მოჰყვა. მინდა ყველას მოვუწოდო, არ აჰყვეს პროვოკაციას. ჩვენ ამ წუთებში ვიმყოფებით ადგილზე, სოფელ ხურვალეთში. აქ სიმშვიდეა, გათვალისწინებულია უსაფრთხოების ზომებიც და არანაირი დაძაბულობა არ არის მოსალოდნელი“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა ხურვალეთში ყოფნისას.

ამავე თემაზე