2019-03-15 17:34:09
თბილისის გენერალური გეგმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს (ვიდეო)

თბილისის გენერალური გეგმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია გენ.გეგმას მხარს არ დაუჭერს. ენმ-ს წევრები ამბობენ, რომ გეგმა ივანიშვილის ინტერესებზეა მორგებული. 

„თუ ის არ წაგიკითხავთ ბოტანიკურ ბაღში რა ხდება, დანარჩენ ქალაქში რა ხდება ის როგორ დაგიჯეროთ. ხომ გინდათ რომ მხარი დაგიჭიროთ, დაგვარწმუნეთ ამაში. ის, რომ რაღაც ტექნიკური ხარვეზია და გზადაგზა გაასწორებთ, ცოტა არასერიოზულად მეჩვენება",- მიმართა ხაბეიშვილმა ტყემალაძეს.

თავის მხრივ, გიორგი ტყემალაძემ ლევან ხაბეიშვილს ფანტაზიის უნარი მოუწონა.

„გაოცებული ვარ შენი ფანტაზიის უნარით. რამდენი მოასწარი ამ მოკლე დროში. გასაგებია, რომ ცდილობ ყურადღება უარყოფით კონტექსტში გადაიტანო",- აღნიშნა ტყემალაძემ.

ამავე თემაზე