2019-03-15 16:55:43
გარკვეული პირების მხრიდან პანიკის დათესვა შემაშფოთებელია - სესიაშვილი 

გარკვეული პირების მხრიდან პანიკის დათესვა შემაშფოთებელია, რადგან უარყოფითად აისახება უსაფრთხოებაზე - ეს განცხადება, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, სოფელ ხურვალეთთან შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ადგილზე მობილიზებულია და სიტუაციას აკონტროლებენ.

„გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომელიც არ ადასტურებს, რომ ოკუპანტები გადმოვიდნენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამას ადასტურებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც, შესაბამისად, რა თქმა უნდა პანიკის საფუძველი არ უნდა იყოს. მეც ვუერთდები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოწოდებას, რომ პანიკის ხელოვნურად დათესვა აბსოლუტურად გაუმართლებელია, რამდენადაც ეს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობაზე და მოსახლეობის სიმშვიდეზე უარყოფითად იმოქმედებს. თუკი რაიმე ქმედება არის საჭირო, პირველ რიგში სახელმწიფო უწყებები განახორციელებენ. ამიტომ შემაშფოთებელია გარკვეული პირების მხრიდან პანიკის დათესვა, რამდენადაც ეს უარყოფითად აისახება უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა სესიაშვილმა.

ამავე თემაზე