2019-03-15 10:03:54
კახა მიქაიას, ძმებს გაჩეჩილაძეებს, ლაშა ამირეჯიბსა და შოთა გლურჯიძეს შევეხმიანე - მაღრაძე "დაიცავი საქართველოს" ააქტიურებს

დავით მაღრაძე წინა ხელისუფლების დროს შექმნილი მოძრაობის, "დაიცავი საქართველოს" გააქტიურებას გეგმავს. როგორც მაღრაძე ამბობს, ამ მიზნით, ის უკვე დაუკავშირდა მოძრაობის ერთ ერთ წევს, კახა მიქაიას, ძმებს გაჩეჩილაძეებს, ლაშა ამირეჯიბსა და შოთა გლურჯიძეს:

“მე ახლა ყველასთან ვერ მოვახერხე შეხმიანება. პირველი ვისაც დავურეკე, ეს გახლავთ სიმობოლო “დაიცავი საქართველოსი” კახა მიქაია. რომელიც, როდესაც ჩვენ ინერტულები ვიყავით ბოლო წლებში მარტო აგრძელებდა და ყველგან “დაიცავი საქართველოს” სახელით გამოდიოდა. შევეხმიანე ბატონ შოთა გლურჯიძეს, ლევან და გია გაჩეჩილაძეებს, ბატონ ლაშა ამირეჯიბს. ბევრთან შეხმიანება ჯერ ვერ მოვასწარი, მაგრამ იმედი მაქვს რომ თავის ადგილს იპოვის. ყველაფერი თავისი ლოგიკით. არა “ქართული ოცნების” ლოგიკით, არამედ კაცობრიობის ისტორიაში გამოწრთობილი ლოგიკით, ჩვენ გვინდა შევქმნათ ასპარეზი კვალიფიკაცია მიღებული ახალგაზრდებისთვის”, – განაცხადა დავით მაღრაძემ ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციაში" საუბრისას

ამავე თემაზე