2019-03-14 09:24:45
თიბისიზე კიბერშეტევის სკანდალი - წერილები გახარიას სახელზე - რას სთხოვდა ხაზარაძე შს მინისტრს

ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა "ღამის ამბები" ავრცელებს წერილებს, რომლებიც თიბისი ბანკის დამფუძნებელმა კიბერთავდასხმის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა.

2018 წლის 25 სექტემბერს გაგზავნილ წერილში მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას სთხოვს, პირადად დაინტერესდეს ბანკზე მომხდარი კიბერთავდასხმის გამოძიების საკითხით.

ხაზარაძე წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიმართვიდან 2 თვე გავიდა, თუმცა გამოძიების პროცესში პროგრესი არ შეიმჩნევა. “მოგახსენებთ რა ზემოაღნიშნულს, გთხოვთ თქვენი უფლებამისილების ფარგლებში თქვენს პირად ჩართულობას, რათა გააქტიურდეს გამოძიება და შესაბამისი ოპერატიული ქმედებები,”-წერს მამუკა ხაზარაძე.

 


 

ამავე თემაზე