2019-02-26 12:51:47
სს "ქართული ლუდის კომპანია" არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გამართულ საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენა Gulfood2019-ზე წარდგა

დუბაიში 17-დან 21 თებერვლის ჩათვლით გამართულგამოფენაზე "ქართული ლუდის კომპანია" (ზედაზენი) წარმოდგენილი იყოძირითადად არაალკოჰოლური სასმელებით: ლიმონათი, ნატურალური წვენები,ენერგეტიკული სასმელები, არსი კოლა. სს "ქართული ლუდის კომპანიამ" გამოფენაზე პირველად წარადგინაასევე არაალკოჰლური ლუდი „რაგნარი“, რომლესაც საკმაოდ დადებითიგამოხმაურება მოჰყვა. სს "ქართული ლუდის კომპანიის" მენეჯმენტის ინფორმაციით, გამოფენა საკმაოდნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგანაც მის ფარგლებში მოლაპარაკებებიგაიმართა 50-ზე მეტ დისტრიბუტორთან.ქართული კომპანიები Gulfood 2019-ზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითწარდგნენ. გამოფენაში მონაწილეობა სულ 12-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო.უკვე ცნობილია, რომ ქართულმა პროდუქციამ დიდი დაინტერესება დაიმსახურაშუა აღმოსავლეთის ქვეყნებისგან, კერძოდ: არაბთა გაერთიანებული საემიროები,საუდის არაბეთი, ინდოეთი, ჩრდილოეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანა და ა.შ.Gulfood 2019 არაბთა გაერთიანებულ საემიროების უმხსვილესი გამოფენაა,რომელიც ბოლო 20 წლის მანძილზე სასმელი და საკვები პროდუქციისინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს აერთიანებს.გამოფენას 185 ქვეყნიდან 97 000-ზე მეტი ვიზიტორი დაესწრო, ხოლო მონაწილეკომპანიების რაოდენობა 5 000-ს აღემატებოდა.


 

ამავე თემაზე