2019-02-21 19:07:54
"ჯერ აქ ისაუბრეთ ამ კრიტერიუმებსა და პროცედურებზე და შემდეგ განიხილეთ ის სხვასთან" - ბესელია კობახიძეს

ძალიან დიდი უპატივცემულობა იქნება პარლამენტის მიმართ, თუ პარლამენტის თავმჯდომარე ასეთ მნიშვნელოვან საკითხს არ გაუძღვება თავად- განაცხადა ეკა ბესელიამ პლენარულ სხდომაზე, სადაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა თავად წარუძღვეს სხდომას:

„ძალიან დიდი უპატივცემულობა იქნება პარლამენტის მიმართ, თუ პარლამენტის თავმჯდომარე ასეთ მნიშვნელოვან საკითხს არ უძღვება თავად. პარლამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა წარუძღვეს სხდომას. სხდომის პარალელურად არ ინიშნება შეხვედრები და შეხვედრები არ არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის საკითხი, რასაც ვიხილავთ.

არ ვიცი მომესმა თუ მართლა ასე თქვით, კრიტერიუმებსა და პროცედურებს, რომელიც კანონში უნდა შევიდეს, სად იხილავთ? აქ უნდა იხილავდეთ საკუთარ კოლეგებთან. პარლამენტი იღებს ამ კანონებს და ეს კანონები არ უნდა იწერებოდეს სხვაგან, ამიტომ ჯერ აქ ისაუბრეთ ამ კრიტერიუმებსა და პროცედურებზე და შემდეგ განიხილეთ ის სხვასთან, როდესაც შეთანხმდებით“, - მიმართა ეკა ბესელიამ ირაკლი კობახიძეს.

მიუხედავად დეპუტატების მოწოდებისა, პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზი დატოვა და კვლავ მოსამართლეებთან სამუშაო შეხვედრაზე შევიდა.

ამავე თემაზე