2019-02-20 18:28:21
ანაკლიის პორტის პროექტს მთავრობა სრულად უჭერს მხარს - ცქიტიშვილი

ინფრასტრუქტურის მინისტრი ამბობს რომ ანაკლიის პორტის პროექტს მთავრობა სრულად უჭერს მხარს და როგორც აღებული ვალდებულებების ნაწილში, ასევე ინვესტიციების მოზიდვაში ხელშეწყობის თვალსაზრისით მაქსიმუმს აკეთებს.

"მიწის ნაკვეთების გამოსყიდვისთვის უკვე დახარჯულია 60 მილიონი ლარი. გზისა და რკინიგზის მოსაწყობად სატენდერო პირობები გადავამუშავეთ და უახლოეს დღეებში კონკურსი გამოცხადდება. საპარტნიორო ფონდს სუბორდინირებული სესხის სახით 100 მლნ-ის ჩადების  ვალდებულება აღებული აქვს. ამასთან, ჩვენ მაღალი დონის ყველა შეხვედრაზე ვცდილობთ დავარწმუნოთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროექტის დაფინანსების საჭიროებაში. ახლა მთავარია ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა 400 მილიონის მოცულობის სესხის მობილიზება მოახერხოს" - აცხადებს მაია ცქიტიშვილი. 

მინისტრის ინფორმაციით, კონსორციუმს სრული ფინანსური უზრუნველყოფის და სესხების მოძიების ვალდებულება რამდენჯერმე გადაუვადდა და 2018 წლის 1 იანვრის ნაცვლად, ეს ვადა მიმდინარე წლის ივლისის თვემდეა განსაზღვრული. 

ანაკლიის პროექტის განხორციელების საფრთხეებზე საუბარი ბოლო პერიოდში, "თი ბი სი" ბანკის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფონზე გააქტიურდა.

ამავე თემაზე