2019-02-18 14:58:43
კალაძე და ბერა მოდური რუსი მამაკაცების ათეულში მოხვდნენ

რუსულმა გამოცემამ GQ 2019 წლის ყველაზე მოდური რუსი მამაკაცების 50 – ეული შეადგინა, რომელშიც თბილისის მერი კახა კალაძე და რეპერი ბერა ივანიშვილი მოხვდნენ. ორივე მათგანი პირველ ათეულშია - კალაძემ მეექვსე, ბერა კი მეცხრე ადგილს იკავებს.

"ბერა ივანიშვილი – მუსიკოსი 

ქართველი ჰიპ–ჰოპ შემსრულებელი ფრანგული ფესვებით სამ იმიჯს ირგებს და სწრაფად უნაცვლებს ერთმანეთს: 1960 იანი წლების პარიზელი ბიჭის, ტყავის ქურთუკში და გრძელ შარფში, რომელსაც ედი სლიმანი თავის კოლექციებში უმღეროდა. მეორე : ტრადიციებისადმი ერთგული ქართველის (იხილეთ მისი ქორწილის ფოტოები) და მოდური რეპერის იმიჯს. აქედან რომელი იმიჯი ჯობს, გადაჭრით თქმა შეუძლებელია. სამივე მათგანი სტილისტურად სრულყოფილია.

კახა კალაძე– ჩინოვნიკი 

“თბილისის მერი ოდესღაც საფეხბურთო კლუბ "მილანში" და საქართველოს ნაკრებში წარმატებით თამაშობდა. შემდეგ კი სხვა – პოლიტიკურ ლიგაში გადავიდა, მაგრამ ხულიგნური ჩაცმულობა და სამეულ–კოსტუმებზე უარი არ თქვა. თავისი ჩაცმულობით ის ახალი ამბებისთვის არანაკლებ საფუძველს ქმნის, ვიდრე მერის კომპეტენციაში მიღებული გადაწყვეტილებებით. ინსტაგრამში და პოპულარულ ტელეგრამ არხებზე რამდენიმე დღე განიხილავდნენ მის ქურთუკს და ვარდისფერ ქუდს. ჩვენ მისი კოსტუმებიც და სიცილიური სამოსიც მოგვწონს. საკუთარ თავს ჯანსაღი ირონიის გრძნობით უნდა მოეკიდო და კახამ ეს იცის“ – წერს გამოცემა კალაძისა და ბერას შესახებ

ამავე თემაზე